საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2014-2015 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.
I ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.
სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
- რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
- რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
- რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 20 მაისს და დასრულდება 20 ივნისს.
ნებისმიერი მოსწავლის დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება ონლაინ, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.
III ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს.
წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.
Betway Casino Review India | Bonus code and welcome bonus
ОтветитьУдалитьPlay at Betway Casino for a chance to win real money. Deposit and withdraw your betway login winnings instantly. Enjoy! Betway is one of the 더킹카지노 top online casinos in Rating: 5 · gioco digitale Review by Gian Chacko