четверг, 24 апреля 2014 г.

საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება

მე-12 კლასელების საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება, - ამის შესახებ ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგამოცდო პერიოდი 20 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. 20 მაისს მოსწავლეები პრეტესტს ჩააბარებენ, რაც ითვალისწინებს, კომპიუტერთან საგამოცდო პროგრამის გაცნობას და ვარჯიშს.

უშუალოდ CAT-ის გამოცდა 21 მაისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაიწყება.

მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გამოცდების ჩაბარება შეეძლებათ იმ მეთორმეტე კლასელებსაც, რომლებმაც შემოდგომის სესიაზე რომელიმე საგანში ბარიერის ვერ გადალახეს და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ხელახლა ჩააბარონ ამ საგანში გამოცდა.

ამასთან, 25 მაისს იქნება გამოცდა არაქართულენოვანი სკოლების მე-12 კლასელებისთვის ქიმიაში და იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ქიმიაში ბარიერი ვერ გადალახეს.

ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეგისტრირებული მე-12 კლასელების რაოდენობა წელს გასულ წლებთან შედარებით უფრო ნაკლებია და 38 000-ზე მეტს შეადგენს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებითვე, რომ CAT-ს სისტემა მოსწავლეებს თითოეულ საგანში 5-დან 10 ბალიანი შკალით შეაფასებს. მე-12 კლასელებისათვის ბარიერი 5.5 ქულას წარმოადგენს.

მიმინოშვილმა წარმატება უსურვა მე-12 კლასელებს და იმედი გამოთქვა, რომ მათი უმეტესობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს შემდგომ მონაწილეობას.

რაც შეეხება თავად ერთიანი ეროვნული გამოცდებს, ის 26 ივნისს დაიწყება.

Комментариев нет:

Отправить комментарий