четверг, 24 апреля 2014 г.

საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება

მე-12 კლასელების საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება, - ამის შესახებ ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგამოცდო პერიოდი 20 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. 20 მაისს მოსწავლეები პრეტესტს ჩააბარებენ, რაც ითვალისწინებს, კომპიუტერთან საგამოცდო პროგრამის გაცნობას და ვარჯიშს.

უშუალოდ CAT-ის გამოცდა 21 მაისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაიწყება.

მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გამოცდების ჩაბარება შეეძლებათ იმ მეთორმეტე კლასელებსაც, რომლებმაც შემოდგომის სესიაზე რომელიმე საგანში ბარიერის ვერ გადალახეს და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ხელახლა ჩააბარონ ამ საგანში გამოცდა.

ამასთან, 25 მაისს იქნება გამოცდა არაქართულენოვანი სკოლების მე-12 კლასელებისთვის ქიმიაში და იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ქიმიაში ბარიერი ვერ გადალახეს.

ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეგისტრირებული მე-12 კლასელების რაოდენობა წელს გასულ წლებთან შედარებით უფრო ნაკლებია და 38 000-ზე მეტს შეადგენს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებითვე, რომ CAT-ს სისტემა მოსწავლეებს თითოეულ საგანში 5-დან 10 ბალიანი შკალით შეაფასებს. მე-12 კლასელებისათვის ბარიერი 5.5 ქულას წარმოადგენს.

მიმინოშვილმა წარმატება უსურვა მე-12 კლასელებს და იმედი გამოთქვა, რომ მათი უმეტესობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს შემდგომ მონაწილეობას.

რაც შეეხება თავად ერთიანი ეროვნული გამოცდებს, ის 26 ივნისს დაიწყება.

პირველკლასელთა რეგისტრაცია მომავალი კვირიდან დაიწყება-საჭირო საბუთები

პირველკლასელთა რეგისტრაცია სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება. 
ამათან, როგორც Aris.ge-განათლებას განათლების სამინისტროში განუცხადეს, იმ პირველკლასელთა რეგისტრაცია, რომელთა ოჯახის წევრებიც უკვე სწავლობენ სასურველ სკოლაში, შესაძლოა უკვე ამ კვირის ბოლოს დაიწყოს.

პირველკლასელთა რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მშობლებმა განაცხადი ვებ-გვერდზე www.registration.emis.ge უნდა შეავსონ.

ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი სასურველ სკოლაში საჭირო საბუთები უნდა წარადგინონ:

1. ბავშვის დაბადების მოწმობა (ორიგინალი)
2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
3. ჯანმრთელობის ცნობა
4. 2 ფოტოსურათი 3X4-ზე
5. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
6. სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
7. დევნილობის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

среда, 23 апреля 2014 г.

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2014-2015 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.
I ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.
სკოლაში  რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
  • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
  • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
  • რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია - რეგისტრაცია დაიწყება  2014 წლის 20 მაისს  და დასრულდება  20 ივნისს.
ნებისმიერი მოსწავლის დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება ონლაინ,  სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.  
II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2014 წლის 23 ივნისიდან  4 ივლისის  ჩათვლით.
III ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება  2014 წლის 18 ივლისს.
წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.