пятница, 15 ноября 2013 г.

ისანი სამგორის რაიონი- აფრიკის დასახლება

      აფრიკის დასახლება ე.წ  ჰიდრომშენის დასახლება მდებარეორს თბილისის  სამხრეთ-აღმოსავლეთით  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე . ამ ტერიტორიას სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთიადან საზღვრავს მოსკოვის გამზირი და ზმკ-ს დასახლება, აღმოსავლეთიდან ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მხარე), სამხრეთ -აღმოსავლეთის საზღვარი  გადის  გარდაბნის გზატკეცილზე., დასავლეთიდან კი საზღვრავს კახეთის გზატკეცილი.
მისი ფართობი შეადგენს  საახლოებით 143  ჰა-ს.

აფრიკის დასხლებას უვლის  აზერბაიჯანისაკენ მიმავალი  სარკინიგზო მაგისტრალი,  აქვე არის   ე.წ. დეპო - საკვანძო  ცემნტრი.

      აფრიკის დასახლების რელიეფი სამგორის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს რომელიც ოდნავ დახრილია. იგი მოქცეულია  ზ.დ.-დან 250-300 მ.სიმაღლეზე. მოცემულ ტერიტორიაზე გაბატონებულია მშრალი  სუბტროპიკული ჰავა სადაც გავრცელებულია რუხი ყავისფერი,  გაჯიანი და დამლაშებული ნიადაგები. აქ ფორმირდება ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელი  ფლორა. ჯაგ-ეკლიანი ქსეროფიტული მცენარეებით  

      დასახლების ბუნებრივ რესურსებს მისი ბუნებრივი კომპონენტები ქმნიან. ამ ხრივ აღსანიშნავია  ლითოსფეროს ზედაპირის ამგებელი ქანები-  სადაც წარმოდგენილია ეოცენური წარმოშობის თიხები და ქვიშები. დასახლება ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით  თუმცა მოიპოვება სამშენებლო მასალები მათ შორის  განსაკუთრებით აღსანიშნავია გაჯის საბადო;













 ასევე ტერიტორიაზე  აღსანიშნავია  ლიოსისებრი თიხები რომელიც გამოიყენება აგურის და კრამიტის დასამზადებლად.; მნიშვნელოვანია სამკურნალო წყლების გამოსავლები, რითაც არასრულყოფილად სარგებლობს მოსახლეობა, მისი ე.წ სახელია- წყარო # 3.
და იგი დღეის მდგომარეობით საჭიროებს სათანადო ყურადღებას გააჩნია მომავლის პერსპექტივა.


    აფრიკის დასახლება მდინარეებისა და ტბების სიმცირით გამოირჩევა. აღსანიშნავია პატარა ღელეები რომელსაც  მოსახლეობა იყენებდა  ბაღჩა-ბაღების სარწყავად. თუმცა დღეს ურბანიზაციის ტემპის ზრდის შედეგად მოხდა ამ ბაღების აჩეხვა და მათი გამოყენება სხვა  სამეურნეო  მიზნებისთვის.


                                                            მოსახლეობა

      აფრიკის დასახლების ტერიტორიის  განაშენიანება დაიწყო ბოლო 50-60-იან წლებში.
და იგი სწრაფად გაიზარდა სამხრეთ-სამგორის  ვაკეზე რკინიგზის ხაზების გასწვრივ.
ისტორიულად ცნობილია რომ ამ ტერიტორიაზე თავდაპირველად ჩამოასახლეს გერმანელი ტყვეები, რომლებიც ასრულებდნენ სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს.
მათი პირველი დასახლებები 1940 წელს შეიქმნა სადაც ჭარბობდნენ გერმანელები და ბერძნები .  დროთა განმავლობაში მოხდა  ბერძნების ინტეგრირება  ქართველ მოსახლეობასთან ნაწილის კი მიგრაცია.


        დღევანდელი მონაცემებით მოსახლეობის  საშუალო სიმჭიდროვე 1,2  კაცია კვ.კმ-ზე.   მოსაზხლეობის რაოდენობა  იზრდება  როგორც ბუნებრივად ასევე მექანიკური მიგრაციების ფონზე. მათ ეროვნულ შემადგენლობაში  თუ ადრე ბერძნები და ქართველები ჭარბობდნენ დღეს  ქართველების და სომხების რაოდენობაა მაღალი.

ერთერთი  კორპუსის ფასადი   ( ე.წ    ხრუშოვკის )

    აფრიკის დასახლებაში მრავლად არის საწარმოები  თუმცა 70-იან წლებში რაიონიც და მასში აფრიკის დასახლებაც გამოირჩეოდა მრავალი სამრეწველო ინფრასტრუქტურით.მათ შორის დღესაც  მოქმედებს რკინა ბეტონის ნაკეთობათა  კონსტრუქციების ქარხანა, მსხვილ პანელიანი სახლთმშენებლობის, ასფალტ-ბეტონის, კვების მრეწველობის საწარმოები.

   დასახლებაში მოქმედებს ორი საჯარო სკოლა - 131 და  94-ე   და ერთი პროფესიული სასწავლებელი ე.წ *სპექტრი*, ასევე ორი საბავშვო ბაღი. რომელიც აღარ აკმაყოფილებს მოსახლეობის მზარდ მოთხოვნელებებს.
131 სკოლა 
94 სკოლა 

     ინფრასტრუქტურაში წარმოდგენილია  სახანძრო სადგური, გაზგასამართი სადგური,
პოლიკლინიკა #25, პოლიციის განყოფილება,  დასახლებას ემსახურება ქალაქის   ტრანსპორტი  სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების სახით, რომელიც აგრეთვე ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას.   დასახლებაში არ ფუნქციონირებს კინოთეატრი ,  კულტურის ცენტრი,  ეკლესია არის    ყოფილ  ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული და ხშირია მოსახლეობის  თხოვნა ეკლესიის შენობის აშენებასთან დაკავშირებით. თუმცა ორ ადგილას უკვე აპირებენ მის აშენებას  თუმცა საჭირო სახსრების მოპოვება  ჯერჯერობით  ნელა მიმდინარეობს.
მოქმედი ეკლესიის შენობა

 ტერიტორიაზე არის დასვენების პარკი რომელიც სათანადო მოვლას საჭიროებს.   .

                                                           

  სტადიონი ცენტრალურ აფრიკის პარკში.

   .ადრე აქ იყო წყლის დიდი აუზი რომელიც  გადაკეთდა  უაზრო  ნაგებობით- ვითომ სცენით..... არ არის სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი . ასე რომ დასახლება მზარდია და კიდევ მეტიდამეტი პროლემა იჩენს აქ თავს...ამას კი  პატრონი სჭირდება  გარემოს დაცვისა და მომავალი ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიოვით.'

       მომავალი თაობები ვეცდებით  ხელი შევუწყოთ დასახლების მრავალმხრივ განვითარებას  ისე რომ ნაკლებად დავაზიანოთ გარემო და შევინარჩუნოთ მისი  ბუნებრივი სახე. რათა ფეხი ავუწყოთ მსოფლიოს მდგრადი განვითარების  კონცეფციებს და  დაცულ ი  იქნეს მომავალი თაობების უფლებები იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარაემოში.

среда, 6 ноября 2013 г.

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი








საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების ჩატარებას აგრძელებს.
გასაუბრება გაიმართება იმ კანდიდატებთან, რომელთაც 2013 წელს წარმატებით გადალახეს სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება. დანართის სახით იხილეთ გასაუბრების გრაფიკი.
კანდიდატებთან გასაუბრების  განრიგი  გამოქვეყნდება ეტაპობრივად  სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების გამჭვირვალედ, კვალიფიციურად, მიუკერძოებლად ჩატარებასა და კონკურსანტებისათვის თანაბარი პირობების შექმნას.
გასაუბრება ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, . უზნაძის . №52) სტრუქტურირებული გასაუბრების ფორმით.

пятница, 1 ноября 2013 г.

სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებში






შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტებს ორ სიახლეს თავაზობს:

1. 2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება I-დან IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

2. იგეგმება უცხოური ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შეასრულოს დავალება.

უცხოური ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი დაეგზავნება სკოლებს და განთავსდება შეფასებისა და გამოცდებული ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

"ლაპარაკი და მოსმენა უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია უცხო ენის გამოცდაში, რომელიც აქამდე არ იყო. წელს მხოლოდ მოსმენის კომპონენტი დაემატება,"- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი.

როგორც მიმინოშვილი ამბობს, უცხო ენის გამოცდა სწორედ ამ კომპონენტით დაიწყება. აბიტურიენტებს 8 მცირე ტექსტის მოსმენა და შემდეგ დავალების შესრულება მოუწევთ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, აღნიშნული სიახლე ლოჯისტიკურ ცვლილებასაც მოითხოვს. კერძოდ, თუ აქამდე საგამოცდო ცენტრების ნაწილი სპორტულ დარბაზებში იყო განთავსებული, მოსმენის კომპონენტის გავლის დროს, აბიტურიენტები ხმაურმა არ უნდა შეაწუხონ, შესაბამისად, მიმინოშვილი ამბობს, რომ სხვა, უფრო მცირე საკლასო ოთახებში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება.